დავით ბაქრაძე - ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან ორი შეხვედრით რაიმე გადაწყდება - ჩვენი ამოცანაა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნა

ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რაიმე გადაწყდება, ეს არის უმძიმესი თემა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახალი არჩევნების ჩატარების გარეშე, ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება.

„ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში. განსხვავებები არის უზარმაზარი. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების ამოცანა არის, რომ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნა. იმედი მაქვს, საბოლოოდ მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

თუმცა, მისი თქმით, შესაძლოა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგეს.

„არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს. ამის მაღალი ალბათობა არსებობს. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და მტკიცეა. ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება. თუ მმართველი გუნდიც ბოლომდე იქნება იმ პოზიციაზე, რომ მათი აზრით, ამ კრიზისში დარჩენა სჯობს და ერთპარტიული პარლამენტი, ვიდრე ახალი და სამართლიანი არჩევნები, ბუნებრივია, მაღალი ალბათობა არსებობს, რომ შეთანხმება ვერ შედგება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა