ინსულტის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, 16-დან 20 ნოემბრის ჩათვლით, თბილისში, მათთვის, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა, უფასო კონსულტაციები გაიმართება

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი, ინსულტის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, 16-დან 20 ნოემბრის ჩათვლით თბილისში მათთვის, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა, უფასო კონსულტაციებს გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, 16-დან 20 ნოემბრის ჩათვლით, კონსულტაცია უფასოდ გაეწევათ როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულ პირებს, ვისაც ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა შემდგომი დაავადებების გამო:

„თავის ან ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის (ინსულტის) შემდომი მდგომარეობით; პაციენტებს გაფანტული სკლეროზის და პარკინსონის დაავადების დიაგნოზით; ბავშვებს ცერებრული დამბლით; სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევებით განპირობებულ შშმ ბავშვებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცნობით, კონსულტაციის შემდეგ შესაძლებელია რეაბილიტაციის სრული კურსის გავლა „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში”.

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას“ მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ერთობლივი პროექტი - „ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში". საგრანტო პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" (PFID) საქართველოს წარმომადგენლობა და ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო