სერგეი ლავროვი - საპასუხო სანქციები იქნება სარკისებური, გერმანელ და ფრანგ კოლეგებს მალე ვაცნობებთ

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით მოსკოვი საფრანგეთსა და გერმანიას საპასუხო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სანქციებზე პასუხი რა თქმა უნდა, იქნება. ვინაიდან, ნავალნისთან დაკავშირებით ევროკავშირის სანქციების მთავარი ინიციატორი გერმანია იყო, ვინაიდან ეს სანქციები უშუალოდ მოქმედებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე, ჩვენი საპასუხო სანქციები იქნება სარკისებური. ისინი უკვე მიღებულია, ამის შესახებ გერმანელ და ფრანგ კოლეგებს მალე ვაცნობებთ. ეს სანქციები იქნება გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების ადმინისტრაციების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ“, - განაცხადა ლავროვმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ გერმანიამ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გამწვავების საქმეში ლიდერის როლი საკუთარ თავზე მოირგო.

„ჩვენ ეს გვაშფოთებს, მათ შორის იმ გლობალური როლის თვალსაზრისითაც, რასაც გერმანია ევროპაში ასრულებს“, - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუსეთს სანქციები რამდენიმე კვირის წინ დაუწესა. სასანქციო სიაში 6 რუსი მაღალჩინოსანი და ერთი ორგანიზაცია შევიდა. ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვები ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და ევროპულ ბანკებში ფინანსური აქტივების გაყინვას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს