სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ფრონტის ხაზიდან მედიას ინფორმაციას აცნობდა, თანამდებობას ტოვებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას მედიას ყოველდღიურ ბრიფინგებზე აწვდიდა, აცხადებს, რომ საინფორმაციო სფეროში მუშაობას წყვეტს.

„ამ ომის დროს მე ჩემ საბრძოლო მოქმედებებს ვაწარმოებდი მეოთხე საინფორმაციო პლატფორმაზე. თუ როგორ ვაკეთებდი ამას, დრო და პროფესიონალი მკვლევარები შეაფასებენ. არ არსებობს უნაკლო ადამიანი. ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას ვაწვდიდი, ეფუძნებოდა სომხეთის შეირაღებული ძალებისა და არცახის თავდაცვის არმიის მონაცემებს“ , - წერს „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ჰოვანისიანი.

მისი თქმით, მუშაობას სამეცნიერო სფეროში განაგრძობს და აცხადებს, რომ პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს