ლევან კობერიძე - ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ პოლიტიკური ფასი აქვს გადასახდელი - მინისტრთა კაბინეტში დათმოს პორტფელები ოპოზიციის სასარგებლოდ

პოლიტიკური სახის შენარჩუნების ფონზე, რომ არ მოუწიოს პოზიციების დაახლოება ორივე მხარეს, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და უნდა ფიქრობდნენ, რა არის ქვეყნის ინტერესი და ისე უნდა მოხდეს პოზიციების წამოყენება, რომ მერე უკან დახევა სირცხვილად არ ჩაითვალოს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებს განცხადებების გაკეთების დროს და ასევე, თითოეულ ნაბიჯზე მეტი დაფიქრება მართებს.

„მორალური უპირატესობა ოპოზიციის მხარესაა ნამდვილად, ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ვალდებულება და მეტი პასუხისმგებლობა დიალოგის შეთავაზების და არა უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთების, რომლის მიზანი გახლეჩვა უფრო იყო, ვიდრე საერთო წერტილებისკენ მიმართული. პოლიტიკოსებს გვმართებს მეტი დაფიქრება ყველა განცხადებასა თუ ნაბიჯთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობერიძემ.

ლევან კობერიძის თქმით, იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება შესაძლებელია ერთ-ერთი საკითხი ხელისუფლების მიერ მინისტრთა პორტფელის დათმობა იყოს.

„ახლა საღი აზრი გვკარნახობს, რომ რაღაც გამოსავლები ვიპოვოთ. საერთო ოპოზიციურ ერთობაში ძალიან ბევრ რაღაცაზეა მსჯელობა, მაგრამ, რასაც ახლა ვიტყვი, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. მაგალითისათვის, შეიძლება იყოს საუბარი - ერთი - არჩევნებზე, რაც არის დარღვევები, ეს უნდა იყოს გახსნილი და გადათვლილი. მეორე - თუკი ოპოზიციური სპექტრი და მოსახლეობაც ამას მხარს დაუჭერს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგეს რაღაც შეთანხმება, შესაძლებელია იყოს მაგალითად მთავრობის ფორმირებაში შეთანხმება. ანუ შედგეს რეალურად კოალიციური მთავრობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ მას პოლიტიკური ფასი აქვს გადასახდელი იმისთვის, რაც გააკეთა. მარტივად, რომ ვთქვათ ხელისუფლებამ მინისტრთა კაბინეტში დათმოს პორტფელები ოპოზიციის სასარგებლოდ - ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის თემაა“, - განაცხადა კობერიძემ.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა