ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ "ტვიტერით" გაავრცელა.

"ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ", - განაცხადა ვაისმა.

მან თამაშის გამო ბოდიში მოიხადა.

"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა",- აღნიშნა მან.

ვაისის ინფორმაციით, პოსტს ორი თამაშის - 15 და 18 ნოემბერს დაგეგმილი მატჩების შემდეგ დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ მისი განცხადების შემდეგ ქართველი ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დატოვა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში მაკედონიელთა თავდამსხმელმა გორან პანდევმა გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ივნისში გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო