აშშ-ის 13 შტატში კორონავირუსის შემთხვევები ბოლო ორ კვირაში გაორმაგდა

აშშ-ის 13 შტატში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბოლო ორ კვირაში გაორმაგდა, შემთხვევების უმეტესობა აიოვას, მინესოტას, მიჩიგანისა და ილინოისის შტატებში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ ეფექტური ვაქცინის ფართო საზოგადოებამდე მიღწევამდე ჯერ კიდევ ბევრი თვეა დარჩენილი, ამიტომ სამედიცინო სფეროს ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, მკაცრად დაიცვან ვირუსთან დაკავშირებით დაწესებული ზომები, როგორიცაა პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და უსაფრთხო სოციალური დისტანციის დაცვა.

ჩიკაგოს მერმა მოქალაქეებს მომავალი 30 დღის განმავლობაში შინ დარჩენისა და სტუმრების მიღების თავშეკავებისკენ მოუწოდა და როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა აკრძალა.

მიჩიგანის შტატის დეტროიტის საჯარო სკოლები პარასკევიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე, მინიმუმ 11 იანვრამდე გადადიან.

ნიუ-იორკ სითის მერმა ბილ დე ბლასიომ კი გუშინ განაცხადა, რომ ქალაქის სასკოლო სისტემა სკოლების დახურვისთვის ემზადება.

აშშ-ში ბოლო 8 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს. ქვეყანაში ოთხშაბათს კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი -142 279 შემთხვევა გამოვლინდა. დაღუპულთა რაოდენობა კი 1 464-ით გაიზარდა და 241 809-ს მიაღწია.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტის კომპიუტერული მოდელირების მიხედვით, შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა ყოველდღიური რიცხვი იანვრის შუა რიცხვებში 2 200-მდე გაიზრდება, 1-ელი მარტისთვის კი ფატალური შემთხვევების საერთო რაოდენობა 439 000 იქნება, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის 13 შტატში კორონავირუსის შემთხვევები ბოლო ორ კვირაში გაორმაგდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა