პენსილვანიის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა, შტატში ბიულეტენების ნაწილს აღარ დაითვლიან

პენსილვანიის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა და ფოსტით გაგზავნილი იმ საარჩევნო ბიულეტენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საშუალებით დამოწმება ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დამოწმებისთვის ვადა 9 ნოემბრამდე იყო განსაზღვრული.

მანამდე, პენსილვანიის სახელმწიფო მდივანმა, კეთი ბუკვარმა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დასამოწმებლად ვადა 12 ნოემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

დაახლოებით რამდენი ბიულეტენის გაუქმებაზე შეიძლება იყო საუბარი, ჯერ უცნობია.

პენსილვანიაში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 40 000 ხმით უსწრებს. პენსილვანიის შტატში გამარჯვება საარჩევნო კოლეგიაში 20 ხმის მოპოვებას ნიშნავს.

იხილეთ ვიდეო: პენსილვანიის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა, შტატში ბიულეტენების ნაწილს აღარ დაითვლიან

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა