არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ხმის მიცემის რომელიმე სისტემამ წაშალა, დაკარგა ან შეცვალა ხმები, - ამის შესახებ აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.
„მიუხედავად იმისა, ვიცით არსებობს მრავალი უსაფუძვლო პრეტენზია და დეზინფორმაცია არჩევნების პროცესთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ მაქსიმალურად დარწმუნებულები ვართ ამ არჩევნების უსაფრთხოებასა და პატიოსნებაში და ამაში თქვენც დარწმუნებულები უნდა იყოთ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
Reuters-ს ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა კრისტოფერ კრებსმა განაცხადა, რომ ის შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციამ თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აშშ-ის ხმის მიცემის სისტემების დაცვის საკითხებზე მუშაობდა.
ცნობისათვის, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 3 ნოემბრის არჩევნებში მის სასარგებლოდ მიცემული 2.7 მილიონი ხმა „წაიშალა.“