ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 1 მილიონი ევრო გამოყო

ევროკავშირი მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან გამართული სატელეფონო საუბრების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა გადაუდებელი დახმარების სახით თითქმის 1 მილიონი ევრო უკვე გამოყო. როგორც ევროკავშირის ვეგბვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, სატელეფონო საუბრების დროს ჟოზეფ ბორელიმ მხარეებს მოუწოდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვან.

„ჟოზეფ ბორელიმ ხაზი გაუსვა, რომ უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტა სრულად უნდა იქნას დაცული და განხორციელებული ორივე მხარის მიერ. ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება, შესაძლოა, კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი დარეგულირების გზაზე პირველი წინგადადგმული ნაბიჯი გახდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მილიონი ევრო გამოყო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა