ზაალ უდუმაშვილი - გადათვლა არის აბსურდი, რადგან ისეთი რამე ხდება საარჩევნო უბნებსა და ოქმებში, შეუძლებელია დაინახო, რა ნება გამოხატა ქართველმა ხალხმა

გადათვლა არის აბსურდი იმიტომ, რომ რეალურად ისეთი რამე ხდება საარჩევნო უბნებზე და ოქმებში, რომც გაიხსნას ეს უბნები, შეუძლებელია დაინახო ის სურათი, რა ნებაც ქართველმა ხალხმა გამოხატა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება იმას, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა სრულდება, როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, ცესკოს ნებაც არ გამოუხატავს, რომ მზადაა არჩევნების შედეგების ცვლილებისთვის.

„დღემდე რასაც ვუყურებდით, არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ ნება მაინც გამოეხატა, რომ ის მზად არის კონკრეტული შედეგების ცვლილებებისთვის. ვუყურებდით, რა ხდებოდა კომისიებში. პრაქტიკულად ჩვენი საჩივრები არც კი განიხილებოდა, პირდაპირ გვერდზე დებდნენ. ალბათ, ანალოგიურად გაგრძელდება ცესკო-შიც ამის განხილვა. მე ამ პროცესისგან არანაირი დადებითი მოლოდინი არ მაქვს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველ რაუნდს, უდუმაშვილის თქმით, მხოლოდ პოზიციების გაცვლა მოხდა და ვინ რა დათმობაზე წავა, მეორე შეხვედრაზე გამოჩნდება.

„რამდენად კონსტრუქციულია ხელისუფლება, ეს გამოჩნდება მეორე რაუნდზე. აქ არ ყოფილა საუბარი, ვინ რა პოზიციას დათმობს, ან ვინ რა კომპრომისზე წასვლისთვისაა მზად. საუბარი იყო მხოლოდ პოზიციებზე, რომელიც აქვს ოპოზიციას და ეს არის ერთიანი და მყარი პოზიცია. "ქართულმა ოცნებამაც" დააფიქსირა თავისი პოზიცია. რა წინადადებით წარდგება და მზად არის თუ არა ხელისუფლება გარკვეულწილად დათმობაზე წასვლისთვის, ეს გამოჩნდება მეორე რაუნდზე“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს