14 ნოემბერს, კლინიკა „ნიუმედი“ დიაბეტით დაავადებულებს გრიპზე უფასო ვაქცინაციასთან ერთად, Covid-19-ის სწრაფ ტესტსაც უფასოდ ჩაუტარებს

14 ნოემბერს, დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კლინიკა „ნიუმედი“ დიაბეტით დაავადებულებს გრიპზე უფასო ვაქცინაციასთან ერთად Covid-19-ის სწრაფ ტესტსაც უფასოდ ჩაუტარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიდან აცნობეს,

კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებით, Covid-19-ის ტესტირება უფასოდ ჩაუტარდება იმ ადამიანებს, რომლებიც კლინიკა ნიუმედში რეგისტრაციას გაივლიან. „იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ აქციაში უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://www.newmed.ge/?page_id=426 .

წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაუკავშირდება შესაბამისი მენეჯერი და კლინიკა „ნიუმედში“ მოსარგებლეს საბოლოო რეგისტრაციის შემდეგ, სწრაფი ტესტით უფასოდ ჩაუტარდება Covid-19-ის დიაგნოსტირება, რომლის პასუხი 15 წუთში იქნება. ტესტი აჩვენებს არა მხოლოდ იმას, მიმდინარედ გაქვთ თუ არა COVID 19, (ამ შემთხვევაში ტესტზე პოზიტიური იქნება M ნიშნული), არამედ წარსულში გადატანილი გაქვთ, თუ არა კოვიდინფექცია (ამ შემთხვევაში ტესტზე დადებითი იქნება G ნიშნული)“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს