ფრანგულმა ძალებმა მალიში „ალ-ქაიდას“ ლიდერი მოკლეს

ფრანგულმა ძალებმა მალის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩატარებული ოპერაციების დროს დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ჩრდილოეთ აფრიკის ფრთის ლიდერის, ბაჰ აგ მუსას ლიკვიდაცია განახორციელეს,- ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორანს პარლიმ განაცხადა.

„ბაჰ აგ მუსა ჯიჰადისტური მოძრაობის ისტორიული ფიგურაა საჰელში. ის პასუხისმგებელია მალისა და საერთაშორისო ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმაზე. მისი ლიკვიდაცია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წარმატებაა", - აღნიშნა პარლიმ.

ცნობისათვის, საფრანგეთს რეგიონში 5 100-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა