მაიკ პომპეოს ვიზიტისას თბილისის სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე აქციები გაიმართება და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა, თუმცა პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას თბილისში აქციები გაიმართება, თუმცა პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე მოქალაქეები პლაკატებით, დისტანციის დაცვით იდგებიან.

"ეს არ იქნება პოლიტიკური გამოსვლების დღე. ჩვენს ცენტრალურ გამზირებზე ადამიანები გამოვლენ, დაიცავენ დისტანციას, იქნება სტიკერები, სადაც ეწერება, რომ გაყალბებულია, არჩევნები მოპარულია და ცოცხალი ჯაჭვით იქნება სავსე ეს გამზირები. ასევე, იქნება პლაკატები და ამერიკის ბევრი დროშა, როგორც მისალმება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ“, - განაცხადა უგულავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს