რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი - კვების ობიექტების ნაწილი იხურება, ნაწილი კი თანამშრომლებს ამცირებს

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის, კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური კუთხით შექმნილი ვითარების გამო კვების ობიექტების ნაწილი იხურება, ნაწილი კი თანამშრომლებს ამცირებს.

„კიდევ უფრო მეტი ობიექტი დაიხურა. ვინც არ ხურავს ობიექტს, ამცირებს პერსონალს“,- განუცხადა კოტე გაბრიჩიძემ „ინტერპრესნიუსს“ 22:00 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობის აკრძალვის სექტორზე გავლენის შეფასებისას.

მისი განცხადებით, ტრანსპორტის მოუწესრიგებლობის გამო, ფაქტობრივად ობიექტები 20:00 საათამდე მუშაობენ და აღნიშნულმა შეზღუდვამ სექტორი მნიშვნელოვნად დააზიანა.

„დღე არ გადის, რომ ჩვენს ასოციაციაში არ მოიწერონ: „დავხურე კაფე“. ამის გარდა, ვინც არ ხურავს ობიექტს, ამცირებს პერსონალს. რეალურად 20:00 საათზე იკეტება ობიექტები, რადგან ტრანსპორტია მოუწესრიგებელი. მიტანის სერვისი რაღაც დოზით ეხმარება, თუმცა ვერ ცვლის დიდად სიტუაციას.

16 სექტემბრიდან 22:00 საათზე ვიკეტებით, ფაქტია, ამან ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო, შემთხვევები იმატებს. ვფიქრობ, დროულად უნდა გაკეთდეს ანალიზი, რა შედეგი მოგვცა ამან. შეიძლება დაკეტონ ცალკე სოლოლაკი, რომ მთაწმინდაზე არავინ გადაიპაროს და ამით რა? ესაა უბრალოდ ხალხისთვის ნაცრის შეყრა. პიარია აქ მთავარი, სახელმწიფო აჩვენებს, რომ თავდაუზოგავი ბრძოლა მიდის ვერაგ ვირუსთან და ასეთი ჩაკეტვები კარგი საშუალებაა აჩვენონ, როგორი შეუპოვარი ბრძოლა მიდის“, - აღნიშნავს კოტე გაბრიჩიძე.

ამასთან, როგორც კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, არის საუბარი სახელმწიფოს მხრიდან სექტორის დახმარებაზე, რაც ძირითადად საგადასახადო წნეხის შემცირებას გულისხმობს, თუმცა მისივე თქმით, დროული დახმარებაა საჭირო.

„მთავრობასთან მოლაპარაკება გვაქვს, მზადდება ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება, თუმცა არ ვიცით როდის მიიღებენ, დახმარება მალე თუ არ მოხდა ახალი წლის შემდეგ უკვე დარგი მთლიანად გაკოტრებული რომ იქნება, მკვდრის გაცოცხლებას აზრი არ აქვს. საუბარია საშემოსავლო და სხვა გადასახადებთან მიმართებაში შემცირებაზე, გაუქმებასა და გადავადებაზე, საუბარია საბანკო ვალდებულებების დაფარვის 6 თვით ან 1 წლით გადავადებაზე“, - აღნიშნა გაბრიჩიძემ.

შეგახსენებთ, 4 ნოემბრიდან რესტორნების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე შეიზღუდა. მანამდე აღნიშნულის რეგულაცია მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქს: თბილისს, ქუთაისს, მცხეთას და ბათუმს ეხებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს