„ევრონიუსი“ - საქართველოში, ხორვატიაში, ესტონეთსა და დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელები დაფიქსირდა

ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებმაც კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვები განახორციელეს, ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში რეკორდული დღიური რაოდენობები ფიქსირდება, - ამის შესახებ გამოცემა „ევრონიუსი“ წერს.

„ხუთშაბათს ხორვატიაში, ესტონეთში, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა, თუმცა ეს შეესაბამება იმ ფაქტს, რომ ახლა პირველ ტალღასთან შედარებით კორონავირუსის მეტი ტესტი ტარდება,“- აღნიშნულია „ევრონიუსის“ ინფორმაციაში.

გამოცემა წერს, რომ იტალიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ ორი დღის წინ 1 მილიონს გადააჭარბა. კორონავირუსის მეორე ტალღამ განსაკუთრებულად იტალიის სამხრეთი ნაწილი დააზარალა.

“შედარებით დამაიმედებელი მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში. ინფიცირების მაჩვენებლის ვარდნა შეიმჩნევა გერმანიაში. რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, გერმანიაში გავრცელების მრუდი ბრტყელდება. ირლანდიაში დაწესებული „ლოქდაუნი“ 1 დეკემბერს სრულდება. ირლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ ყოველკვირეული შემთხვევების საშუალო რაოდენობა მეოთხედია იმასთან შედარებით, რაც რამდენიმე კვირის წინ ფიქსირდებოდა. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მომავალი თვის დასაწყისში გარკვეული შეზღუდვები გაუქმდება“, - წერს „ევრონიუსი“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა