გიორგი ფხაკაძე - ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე!

ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე“,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა.

გიორგი ფხაკაძის თქმით, ქვეყნის მკაცრი ჩაკეტვა ეპიდვითარებას შეამსუბუქებს და არსებული ვითარებიდან უფრო სწრაფად გამოვალთ.

„ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე! მკაცრ ჩაკეტვას მე კი არ ვიძახი, მეცნიერება გვეუბნება, რომ რაც უფრო მალე ჩაკეტავთ, მით უფრო მალე გამოვალთ, ჩვენი ეკონომიკაც უფრო მალე გამოვა. პრაქტიკულად გადაადგილება არ უნდა იყოს“,-განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ბოლო 2 კვირის მაჩვენებლის მიხედვით საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები სიკვდილიანობის თვალსაზრისით ერთ დონეზე არიან.

„ჩვენ ბოლო 2 კვირა რომ შევადაროთ საბერძნეთი, თურქეთი თუ ჩვენი მეზობლები, პრაქტიკულად ერთ დონეზე ვართ სიკვდილიანობის თვალსაზრისით. თურქეთი და საქართველო თითქმის ერთ დონეზე რომ იქნება წარმოიდგინეთ, ბოლო 2 კვირაზე მაქვს საუბარი“ , - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი კორონავირუსის ვაქცინამ, რომელზეც "ფაიზერი" მუშაობს, გაცნობის შემდეგ კითხვის ნიშნები დაუტოვა.

„ვაქცინის დამტკიცება არ არის იოლი მომენტი. როდესაც წავიკითხე „ფაიზერის“ ტექნიკური პრესრელიზი, 90% გამიჩნდა უფრო მეტი კითხვის ნიშანი, ვიდრე პასუხი. უზუსტობა იყო თვითონ ტექსტში, ბევრი რაღაც თავის თავს ეწინააღმდეგებოდა. ჩემთვის დასამტკიცებლად რომ მოსულიყო ეს ვაქცინა პირველივე ეტაპზე ვეტყოდი, რომ აქ რაღაც არასწორია. ეს ტექნიკური მომენტია. ლოჯისტიკური თვალსაზრისით რთულია“,-განაცხადა ფხაკაძემ.

როგორც გიორგი ფხაკაძე აცხადებს, მან მონაწილეობა მიიღო ჟევენაში ერთ-ერთი ვაქცინის, პნევმოკოკური ვაქცინის დამტკიცებაში. ფხაკაძე აქვე დასძენს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის სწორი ვაქცინა იყოს შეთავაზებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობას დიდი ზიანი მიადგება.

„ვაქცინა ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა, მე ვაქცინის ძალიან დიდი მომხრე ვარ. რატომ ვარ მოწინააღმდეგე ამ არასწორი ვაქცინის? იმიტომ რომ თუ ჩვენ მივცემთ მოსახლეობას არასწორ ვაქცინას, ჩვენ მივაყენებთ უფრო დიდ ზიანს მოსახლეობას, ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომელიც ძალიან კარგია, გადაარჩინა მილიონობით სიცოცხლე. არასწორმა ვაქცინამ შესაძლოა მიაყენოს ზარალი იმ ვაქცინას, რომელიც ეფექტურია და კარგად მუშაობს მსოფლიოში. იმიტომ ვარ ძალიან სკეპტიკური, ფრთხილად უნდა ვიყოთ არ უნდა დავუშვათ შეცდომა“, - განაცხადა ფხაკაძემ.

ის საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს - მუდმივად გაანიაონ ის ოთახი, სადაც ბევრი ხალხი იმყოფება. „პირბადე და 2- მეტრიანი დისტანცია არის გამოსავალი, ზამთარი მოდის, ძალიან გთხოვთ, გაანაივოთ შენობები, ყველა ოთახი გაანიავეთ, სადაც ხალხი შემოდის. არ იჯდეთ დახურულ კარებში. ამ წუთას ერთ-ერთი საუკეთესო წამალია, ნებისმიერ ვაქცინას ჯობია, დღევანდელ დღეს ეს არის ვაქცინა “,- ამბობს ფხაკაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს