"თეგეტა მოტორსის” ქსელში წარმოდგენილი ავტომობილისთვის საჭირო პროდუქცია და აქსესუარები "ვენდუს“ პლატფორმაზე გაიყიდება

„თეგეტა მოტორსმა“ კომპანია „ვენდუსთან“ შეთანხმება გააფორმა და „თეგეტას“ მიერ იმპორტირებული მსოფლიოს ლიდერი ბრენდების პროდუქციის შეძენა ახლა უკვე „ვენდუს“ ონლაინ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: საავტომობილო ზეთები, ანტიფრიზები, ავტომობილის მოვლის საშუალებები, ხელის და ელექტრო ინსტრუმენტები, ავტოსათადარიგო ნაწილები, აკუმულატორები და ავტომობილისთვის საჭირო სხვა მრავალი პროდუქცია.

,,თეგეტა მოტორსი“ საქართველოში მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

„ვენდუ ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც ბევრ განსხვავებულ კატეგორიას, პოპულარულ ბრენდებს და წამყვან მაღაზიებს აერთიანებს. კომპანია მთლიანად მორგებულია იმ საჭიროებებს, რომლებიც საქართველოში მომხმარებელს გააჩნია და ქმნის მათთვის სავაჭროდ კომფორტულ ზონას 24/7-ზე. „ვენდუს“ ამოცანაა, მომხმარებელმა ნივთის პოვნა-შეძენის პროცესში არ იგრძნოს თავი შეზღუდულად და სწორედ ამიტომ ანგარიშსწორების სამ მიმართულებას სთავაზობს, როგორც ნაღდი ფულით და ბარათით, ასევე განვადების საშუალებით. ,,ვენდუ“ მხოლოდ მეორე წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და უკვე მნიშვნელოვანად მოასწრო განვითარება. გახდა ისეთი გლობალური ბრენდის პარტნიოტი, როგორიც VISA-ა. „ვენდუს“ კურიერი თქვენთვის სასურველ ამანათს ან თუნდაც რამდენიმე ამანათს ერთად პირდაპირ კართან მოგიტანთ, საქართველოს რომელ წერტილშიც არ უნდა იყოთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა