ნინო ბურჯანაძე - პირდაპირ მითითება იყო ივანიშვილის მხრიდან, რომ ბურჯანაძე პარლამენტში არ ყოფილიყო, ჩვენ პირადი მტრები გავხდით

რომელ სამართლიან არჩევნებზე ვლაპარაკობთ, ხელისუფლებას თუ არ ეშინია, რატომ არ იხილავს საჩივრებს?! რატომ არ ხდება საჩივრების დაკმაყოფილება?! - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის ოფისში განაცხადა. მისივე თქმით, ცესკომ საჩივრების 90% უპასუხოდ დატოვა და საბედნიეროდ, იმისი თავიც არ ჰქონდა, რომ ქურდობის კვალი წაეშალა.

"სამწუხარო სტატისტიკაა, რომ ყველგან, მთელ საქართველოში საჩივრების 90% უპასუხოდაა დატოვებული. რომელ სამართლიან არჩევნებზე ვლაპარაკობთ, ხელისუფლებას თუ არ ეშინია, რატომ არ იხილავს საჩივრებს?! რატომ არ ხდება საჩივრების დაკმაყოფილება?! რომ შემდეგ ადამიანებს უთხრან: აი, ჩვენ არ გაგვიყალბებია, არ მოგვიტყუებია, არავისთვის არაფერი არ წაგვირთმევია, მაგრამ სწორედაც რომ იქურდეს, გააყალბეს და საბედნიეროდ, იმისი თავიც არ ჰქონდათ ეს ქურდობის კვალი წაეშალათ. ახლა ნებისმიერი საჩივრის დაკმაყოფილების ეშინიათ. ჩვენ თბილისში აბსოლუტურად ყველა ოლქი გავასაჩივრეთ, გარდა ისნის ოლქისა, იმ ტრაგიკული მოვლენის გამო, რომელიც ისნის თავმჯდომარეს შეემთხვა. ასევე გასაჩივრებულია ყველა ოლქი რეგიონებში. ყველა ოლქში კატასტროფული დისბალანსია. პირდაპირ მითითება იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ ბურჯანაძე პარლამენტში არ ყოფილიყო. ჩვენ პირადი მტრები გავხდით. "ქართული ოცნების" შედეგითაც კი, მოსახლეობის 52% ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა. ითაღლითეს, იქურდეს და ამისთვის პასუხი უნდა აგონ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მანვე ისაუბრა გუშინ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე და მმართველი გუნდის მხრიდან არჩილ თავაკვაძის მონაწილეობაზე.

"კარგია, რომ არჩილ თალაკვაძე იყო წარმომადგენელი, მასთან საუბარი სხვებთან შედარებით, ნამდვილად შეიძლება. მთავარი საკითხია, რომ ამ შეხვედრით რაიმე კონსტრუქციული მოხდეს. მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ჯერ არ დანიშნულა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

იხილეთ ვიდეო: ბურჯანაძის განცხადებით, უკვირს, რატომ ტოვებს ხელისუფლება საჩივრების 90%-ს უპასუხოდ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო