რეგიონებში არსებულ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აქტიურად გრძელდება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტების, მათ შორის, რეგიონებში არსებულ მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრების სპეციალური სითხეებით დამუშავება. "გლობალური პანდემიის პირობებში, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აქტიურად გრძელდება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტების, მათ შორის, რეგიონებში არსებულ მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრების სპეციალური სითხეებით დამუშავება.

შემოსავლების სამსახურის მიერ, სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები, ქუთაისის, ფოთის, ბათუმის, ხაშურისა და გორის სერვისცენტრებში განხორციელდა. დასუფთავდა და შესაბამისი სითხეებით სრულად დამუშავდა, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები. გვინდა აღვნიშნოთ, რომ სერვისცენტრები სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებით, დეზობარიერებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით, ხოლო ოპერატორები მოქალაქეთა მომსახურებას დამცავი ნიღბებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით ახორციელებენ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოების პროცესზე ზედამხედველობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება",-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო