პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში სტუდენტებისთვის ნახატების კონკურსი გამოცხადდა

პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტებისთვის კონკურსს სახელწოდებით: „ფერით დანახული მეცნიერება" აცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსი ხელოვნების მოყვარულებსა და უკვე შემდგარ მხატვრებს საშუალებას აძლევს, სახვითი ხელოვნების ნიმუშებში აღბეჭდონ სამეცნიერო აღმოჩენები, ტექნოლოგიური გამოგონებები ან მეცნიერული მოვლენები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე (2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით) 20-30 წლის ახალგაზრდებს.

„მონაწილეობის მსურველთათვის საკონკურსო დოკუმენტების (განაცხადი, მხატვრული ნამუშევარი, ნახატის აღწერილობა) წარდგენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანატში 2020 წლის 13 ნოემბრიდან 2020 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

საკონკურსო კომისია სამ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://stratcom.gov.ge/s/a5307“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა