ვეტერანი ფეხბურთელი ფეხბურთის ფედერაციასთან მომხდარ დაპირისპირებაზე - ვისაც მოსახვედრი ჰქონდა, უნდა მოხვდეს

ვისაც მოსახვედრი ჰქონდა, უნდა მოხვდეს, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ლევან ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ფეხბურთის ფედერაციასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

„მოსახვედრს მოხვდა, ვისთვისაც საჭირო იყო. ბოდიში ოპერატორს თუ შეგეხეთ, მაგრამ ვისაც მოსახვედრი ჰქონდა უნდა მოხვდეს“, - განაცხადა ლევან ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სამოქალაქო აქტივისტები ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ შეგზავნას გეგმავდნენ, რის გამოც ფედერაციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქტივისტების განცხადებით, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ორი პირი, მათ შორის ერთი ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა