შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი - მოსამართლემ გუშინწინ დაამთავრა განხილვა და 2 დღეში დაადგინა განაჩენი, რაც ნიშნავს, რომ განაჩენი დიდი ხნის წინ ჰქონდა დაწერილი

მოსამართლემ გუშინწინ დაამთავრა სისხლის სამართლის საქმის განხილვა და ორ დღეში დაადგინა განაჩენი, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ განაჩენი დიდი ხნის წინ ჰქონდა დაწერილი, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მერაბიშვილის ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც პროკურატურას ასიამოვნა.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მცირეოდენი იმედი იმისა, რომ სასამართლო რომელიმე ბრალდებულის მიმართ რომელიმე ნაწილში ობიექტური იქნებოდა, სამწუხაროდ, სასამართლომ პირდაპირ გაიზიარა პროკურატურის პოზიციები და რაც ბრალად ჰქონდა წარდგენილი ყველა პირს, ყველა მუხლში, ყველა ნაწილში, გაამტყუნა. ეს იმდენად უკანონო განაჩენია, იურისტიც არ უნდა იყო, რომ დაადგინო ბრალდებული პირები დამნაშავეები რომ არ არიან. განსაკუთრებით, გიორგი მერაბიშვილი. მოსამართლემ გუშინწინ დაამთავრა სისხლის სამართლის საქმის განხილვა და ორ დღეში დაადგინა განაჩენი, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ განაჩენი დიდი ხნის წინ ჰქონდა დაწერილი მოსამართლეს, ედო კარადაში, დღეს გადმოიღო და წაიკითხა. სამწუხაროა, ასეთი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე მოსამართლე ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებას რომ იღებს. გადაწყვეტილების მიზანი არის ის, რომ პროკურატურას ასიამოვნოს, საზოგადოებრივი მუხტი და უკმაყოფილება არ იყოს წარმოჩენილი",- განაცხადა კერესელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა