ამირან გამყრელიძე - ნუ ვიტყვით, ვინ, სად, რა შეცდომა დაუშვა ან დაუშვა თუ არა - ეპიდემია ქვეყანაში სერიოზულ მასშტაბებს იღებს და ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთ მილიონ მოსახლეზე, აშშ-ში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, 33 ათასს შეადგენს, საქართველოში კი 19 681-ს, თუმცა, მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის პასუხად განაცხადა, ეპიდემია ქვეყანაში ფართო მასშტაბით ვრცელდება.

„მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა და რთულია, ეპიდემია ქვეყანაში ფართო მასშტაბით ვრცელდება. ყოველდღიურად მზარდია მონაცემები, ის უკვე დიდი ხანია 4-ნიშნა ციფრით განისაზღვრება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან საყურადღებოა. რატომ მივედით აქამდე? აქ არის რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები, რაც ჩვენს სამსახურსაც გვქონდა და ასევე ჩვენი მოსახლეობის თვითდაჯერება. ჩვენ, განსაკუთრებით ივნისს-ივლისში, შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და რეგულაციები აღარ გვჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვსაუბრობდით იმაზე, რომ შემოდგომა იქნებოდა რთული და რომ არ შეიძლებოდა ამ ილუზიის შექმნა.

კორონავირუსული ინფექცია არ დაუმარცხებია საქართველოს და ის მარტო აღებული ვერც დაამარცხებს, მას დაამარცხებს მთლიანად მსოფლიო და ეს იქნება კიდევ სულ მცირე ერთი წელიწადი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ამ ყველაფრის ეს მოშვება, რეგულაციების არ დაცვა. ეს ზაფხულის ბოლოს აჭარაში დაიწყო და გავრცელდა მთელს ქვეყანაში. ნუ ვიტყვით ვინ არის დამნაშავე და ვინ, სად, რა შეცდომა დაუშვა ან დაუშვა თუ არა. ფაქტია, ეპიდემია ქვეყანაში სერიოზულ მასშტაბებს იღებს და ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ერთი ცალკე აღებული ღონისძიება ეპიდემიას ვერ შეაჩერებს, ეს უნდა იყოს კომპლექსური“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს