ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რა არის მიზეზი, რომ მოქალაქეებს რამდენიმე საათი უწევთ სწრაფი ტესტის ჩატარებისთვის რიგში დგომა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის რომ მოქალაქეებს რამდენიმე საათი უწევთ სწრაფი ტესტის ჩატარებისთვის რიგში დგომა არა ტესტების დეფიციტს, არამედ სერვისის მიწოდების არაორგანიზებულობას უკავშირდება. როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ შესაბამისი კითხვის კომენტირებისას აღნიშნა, სწრაფი ტესტების მარაგი დღესაც ნახევარი მილიონი ტესტით შეივსო.

„ თუ ასეთი რამ ხდება ალბათ უფრო სერვისის მიწოდების არაორგანიზებულობას უკავშირდება, იმიტომ რომ, როგორც ანტიგენზე ისე ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტების შესაბამისი რაოდენობა ქვეყანაში არის. დღეს დამატებით ნახევარი მილიონი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით შეივსო ჩვენი მარაგები, კიდევ 1 მილიონი ანტიგენზე დამყარებული ტესტი შეკვეთილია, ასე რომ, დეფიციტი ნამდვილად არაა“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

თავის მხრივ, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, შესაძლოა რიგ შემთხვევაში ტესტირების პერიოდის შეზღუდვა უკავშირდებოდეს იმ პერსონალის რესურსს, ვინც ტესტისთვის ნაცხს იღებს.

„საუბარია, რომ ტესტების რაოდენობა თავდება და ყველა, ვისაც უნდა სწრაფი ტესტის გაკეთება ვერ ახერხებს. გასათვალისწინებელია იმ ადამიანების დატვირთვა, ვინც მუშაობენ ტესტებისთვის ნაცხის აღების რეჟიმში. მათ მუშაობასაც აქვს ზღვარი და ხშირ შემთხვევაში, ტესტირების პროცესი გარკვეული პერიოდით ადამიანური რესურსითაცაა შეზღუდული, შეძლება ტესტირების დასრულების ვადები ამგვარი ფაქტორებითაც იყოს პირობადებული“,-აღნიშნა ზახაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2022
ჰუბერტ ქნირში - გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს