ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვის პროცესში 700-მდე სტუდენტი გადამზადდა და ექიმების ასისტენტებად და ექთნებად გამწესდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტებიდან კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართვის სურვილი, მე-5-მე-6 კურსის 1800-მდე სტუდენტმა გამოთქვა, საიდანაც მოკლეხნიანი გადამზადება 700-მდე მათგანმა გაიარა და ისინი ექიმების ასისტენტებად და ექთნებად გამწესდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კითხვის პასუხად ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გამოცხადებულია სამედიცინო პერსონალის, ექიმების, ექთნების, სრული მობილიზაცია.

„გამოცხადებულია მათი მობილიზაციაც, რომლებიც არიან ასევე პენსიაზე ან არ არიან დღეს დასაქმებულები. ასევე არიან არასამკურნალო პროფილის ექიმები, იგივე სტომატოლოგები, რომლებიც შეიძლება ფართოდ იყვნენ გამოყენებული სხვა ქოლ-ცენტრებში, ნიმუშების ასაღებად და ა.შ. ამის ბევრი მაგალითია ყველა ქვეყანაში და ახლა ველოსიპედს არ ვიგონებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო