ხათუნა ზახაშვილი - ვაცნობიერებთ, რომ სწავლა და სააღმზრდელო პროცესის ნორმალურ რეჟიმში ჩატარება, მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანია და ასე დიდხანს გაგრძელება, შეუძლებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, სწავლა და ნორმალურ რეჟიმში სააღმზრდელო პროცესის ჩატარება მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი დისტანციურ რეჟიმზე ყოფნა საზოგადოების თავშეყრას ამცირებს.

მისივე თქმით, ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელია.

„ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ ბავშვებს ბაღებში, უმთავრეს შემთხვევებში ბებია-ბაბუები ატარებენ. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ბავშვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაყვებიან. საბავშვო ბაღებისა და სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა ერთ-ერთი საშუალებაა საზოგადოების თავშეყრა შემცირდეს. თუმცა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ სწავლა და ნორმალურ რეჟიმში სააღმზრდელო პროცესის ჩატარება ქვეყნისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ასე დიდხანს გაგრძელება ძნელი და შეუძლებელია“, - განაცხადა ზახაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა