ამირან გამყრელიძე - დაგვიჯერეთ, პირბადე ყველგან უნდა ვატაროთ - როცა ამას ვამბობ, სოციალურ ქსელში ჩემზე ქირქილია, ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას!

დაგვიჯერეთ, რომ პირბადე ყველამ ყველა ადგილზე უნდა ვატაროთ. როცა მე ამას ვამბობ, მერე სოციალურ ქსელში ჩემზე ქირქილია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ მოსახლეობის 95% სწორად ატარებს პირბადეს, დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა 70%-ით შემცირდება. გამყრელიძის განმარტებით, რეგულაციები ყველაზე ხშირად პირბადის ტარების ნაწილში ირღვევა.

„გამოსავალს დღევანდელი პანდემიის შეჩერებისა და დაძლევის კუთხით, ვხედავთ ჩვენ სახელმწიფოს, სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოების კოორდირებულ მუშაობაში. სად არის ყველაზე მეტი დარღვევა? არის იქ, სადაც არ გვჯერა, რომ პირბადეს აქვს დამცველობითი უნარი, არადა ვსაუბრობთ, რომ პირბადეზე დიდი დამცველობითი უნარი ჯერჯერობით არაფერს არ აქვს, არც, ჯერჯერობით, შეუქმნელ ვაქცინას. რიცხვებს ვამბობთ, რომ თუ ჩვენ ავიყვანთ ქვეყანაში პირბადის ტარებისა და მოხმარების მაჩენებელს 95%-მდე, ამის პროგნოზირებას აკეთებენ დიდი და წამყვანი ინსტიტუტები, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას შევამცირებთ, დაახლოებით, 70%-ით. ამიტომ, გვენდეთ და დაგვიჯერეთ, რომ პირბადე ყველამ ყველა ადგილზე უნდა ვატაროთ. როცა მე ამას ვამბობ, მერე სოციალურ ქსელში ჩემზე ქირქილია - სოფელში თუ ტყეში პირბადით ვიაროთო? ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას! არავინ არ გეტყვით ტყეში მარტო თუ მიდიხართ, რომ პირბადით იაროთ და ჩემს სოფელში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ერთი გლეხი ცხოვრობს, იმას არავინ არ ეტყვის, რომ იაროს პირბადით, მაგრამ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში უნდა ვიაროთ პირბადით,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს