სერგი კაპანაძის განცხადებით, ცესკო პოლიტიკური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების „სერიოზულად განხილვას არ აპირებს“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე დღეს, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ჩანიშნულ შემაჯამებელ სხდომას ეხმაურება და აცხადებს, რომ ცესკო პოლიტიკური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების სერიოზულად განხილვას არ აპირებს.

როგორც კაპანაძე აღნიშნავს, „ცესკო აპირებს, რომ ერთ პუნქტში ყველა პოლიტიკური პარტიის საჩივარი განიხილოს ისე, რომ დროც არ დაუთმოს“.

„დღეს, 18:00 საათზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩანიშნა შემაჯამებელი სხდომა, სადაც უკვე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით აპირებს, რომ განიხილოს ყველა საჩივარი ერთად. დღის წესრიგში ერთი პუნქტია და აქ საუბარია ყველა პოლიტიკური ძალის 138 საჩივარზე, რომელიც ეხება ყველა ოლქის ან ოლქების დიდი ნაწილის შედეგების გაუქმებას. აქ საუბარია ძალიან ხანგრძლივ პროცეზე. თითოეულ პოლიტიკურ პარტიის მიერ შეტანილი საჩივრები, მათ შორის „ევროპულ საქართველოს“ , რომელმაც 30 ოლქის გაუქმებაზე ცალ-ცალკე შეიტანა საჩივარი, არის დასაბუთებული და საჭიროებს განხილვას. ცესკო აპირებს, რომ ერთ პუნქტში ყველა პოლიტიკური პარტიის საჩივარი განიხილოს ისე, რომ დროც არ დაუთმოს იმიტომ, რომ 18:00 საათზე ჩანიშნეს სხდომა და 22:00 საათზე მუშაობას ასრულებენ. როგორ ჩანს, უბრალოდ ხელს აწერენ და ყველაფერზე იტყვიან უარს. ასევე, ცესკო დღესვე აპირებს, რომ შეაჯამოს არჩევნები და გამოაქვეყნოს შემაჯამებელი ოქმი. ცესკო-მ ამით დაადასტურა, რომ არ აპირებს არცერთი საჩივრის სერიოზულად განხილვას. ისე როგორც არც საოლქო კომისიები არ განიხილავდნენ სერიოზულად, ისევე როგორც სასამართლოებმა არ განიხილეს სერიოზულად არც ერთი პოლიტიკური ძალის საჩივარი, ზუსტად ანალოგიურად, ცესკო-ც აპირებს, რომ ერთი ხელის მოსმით ამდენი საჩივარი განიხილოს რამდენიმე წუთში და დღესვე გააფორმოს, რომ მეორე ტურები იქნება 21 ნოემბერს. ამით „ქართულმა ოცნებამ“ და ცესკო-მ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ უარს ამბობს სერიოზულად განიხილოს საჩივრები, გაასწოროს დარღვევები და უარს ამბობს გადახედოს ქართველი ხალხის ნების გაყალბებას“,- განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეს 18:00 საათზე ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში შემაჯამებელი სხდომა გაიმართება, სადაც პოლიტიკური პარტიების საჩივრებს განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა