შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი - გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ეს არა მხოლოდ დაუსაბუთებელია, არამედ, მთლიანად სისხლის სამართლის პოლიტიკას უქმნის საფრთხეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული ნიკოლოზ ცუცქირიძის ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, დღეს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არამხოლოდ დაუსაბუთებელია, არამედ, ის საფრთხეს უქმნის მთლიანად სისხლის სამართლის პოლიტიკას.

როგორც ბერიანიძე განმარტავს, ადვოკატები მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მაია ოშხარელის მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„აღნიშნული გადაწყვეტილება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა დამცველისთვის, მათ შორის, ბრალდებულებისთვის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისთვის. შესაბამისად, წარმოდგენა არ მაქვს, რით შეიძლება დაასაბუთოს აღნიშნული განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ. გამოძიების დაწყების, სასამართლოს პირველივე დღიდან ჩვენ ვამბობთ, რომ საქმეში მტკიცებულება არ არის, ყველა სასამართლო პროცესზე დასტურდებოდა, რომ ბრალდების მხარეს არ შეეძლო სასამართლოში წარმოედგინა ნიკოლოზ ცუცქირიძისთვის ბრალის დამტკიცების საკმარისი მტკიცებულება, ერთი მაინც. განაჩენის ჩაბარების შემდეგ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ეს არამხოლოდ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა, არამედ, მთლიანად სისხლის სამართლის პოლიტიკას უქმნის მომავალში საფრთხეს.

ბრალდების მხარე თავიდანვე ეყრდნობოდა მტკიცებულებებს, მათ შორის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას, როგორ შეიძლება ბრალდების მხარე დაეყრდნოს იმ ჩვენებას და გამოკითხვის იმ ოქმებს, რომელიც რამდენიმეჯერაა მიცემული და არსებითად საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. მოწმის რამდენჯერმე მიცემული ჩვენება არ ავსებდა საკუთარ ჩვენებას და ინფორმაციულს კი არ ხდიდა, არამედ გამორიცხავდა წინა ჩვენებაში მიცემულ ინფორმაციას. ობიექტური შეფასების შემთხვევაში, ასეთ მოწმეებზე დაყრდნობით, სასამართლო ვერაფრით გამოიტანდა გამამტყუნებელ განაჩენს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, სასამართლომ ბრალდებულები ყველა წარდგენილ ბრალში გაამტყუნა“, - განაცხადა ბერიანიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა