ამირან გამყრელიძე - როდესაც 112 გადატვირთულია, პირდაპირ უნდა დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში 4 666 მედპერსონალია ინფიცირებული.

როგორც გამყრელძემ ბრიფინგზე განაცხადა, გაზაფხულზე ისინი ძირითადად სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირდებოდნენ, დღეს კი უმეტესობა საყოფაცხოვრებო პირობებშია დაინფიცირებული.

„თუ გაზაფხულის ტალღის დროს სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მოდიოდა თვითონ სამედიცინო დაწესებულებებიდან, დღეს ინფიცირებულების უმეტესობა მოდის საყოფაცხოვრებო პირობებიდან - ყველას გვყავს ოჯახი, ნათესავები, ახლობლები. საკამოდ დიდი ნაწილია ინფიცირებული, დაახლოებით ინფიცირებულების 6.5%-ია. 4 666 ადამიანია საერთოდ ინფიცირებული. მათგან ბევრი რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებულია“,- განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, უჭირთ ოჯახის ექიმთან დაკავშირება, გამყრელიძე ამბობს, რომ ცხელი ხაზები ნამდვილად გადატვირთულია, რის გამოც პაციენტმა პირდაპირ საკუთარ ოჯახის ექიმს უნდა დაურეკოს.

„მესმის, რომ 112 და ასევე, ჩვენი ცხელი ხაზი ძალიან გადატვირთულია. თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. ოჯახის ექიმი არის საშუალოდ 2 500. თითოეული ოჯახის ექიმი უვლის 1000-დან 1500-მდე ადამიანს.

როდესაც 112 გადატვირთულია და ვერ უკავშირდებით, პირდაპირ უნდა დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს. ვადასტურებ, რომ გადატვირთულობის გამო მოცდის დრო არის დიდი, მაგრამ ყველაფერს აკეთებს სამინისტრო, რომ ეს საკითხი ისე მოგვარდეს, რომ სამედიცინო დახმარებისადმი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობა უფრო შემსუბუქდეს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო