შაქარაშვილის საქმის პროკურორი - ვერ წარმოგვიდგენია, რატომ იყო დაცვის მხარისთვის გამამტყუნებელი განაჩენი მოულოდნელი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი, ნანა გუგუტიშვილი გამორიცხავს ადვოკატების განცხდებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლო განაჩენის გამოტანისას საზოგადოებივი აზრის გავლენის ქვეშ მოექცა.

როგორც გუგუტიშვილი განმარტავს, სასამართლომ ერთადერთი, სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. პროკურორს უკვირს, თუ რატომ იყო ადვოკატებისთვის გამამტუნებელი განაჩენი მოულოდნელი.

„რა თქმა უნდა, გამამტუნებელი განაჩენის მოლოდინი გვქონდა, ვინაიდან, იმ მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, რომელიც სასამართლოში გამოვიკვლიეთ, სხვა გონივრული მოლოდინი გარდა გამამტყუნებელი განაჩენისა, არ გვქონია. ჩვენი მოლოდინი გამართლდა, რადგან ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი იყო თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში. მიგვაჩნია, რომ ეს იყო სწორი, კანონიერი გადაწყვეტილება, თუკი, სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ეს იქნებოდა უკანონო გადაწყვეტილება, ვინაიდან, ამის საფუძველს მტკიცებულებები არ იძლეოდა.

ადვოკატები პროცესების შემდეგ გამოდიოდნენ და მედიასთან აკეთებდნენ არასწორ და საკუთარი ინტერპრეტაციით განმარტებას ისეთ ფაქტზე, რაც ვიდეოკამერებზე იყო დაფიქსირებული და ამ ფაქტებს უარყოფდნენ. ეს მათი პოზიციაა, რომელიც არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. სახეზე იყო არაერთი პირის, მოწმის ჩვენება, წარმოდგენილი იყო არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, ვიდეოჩანაწერები. შესაბამისად, ვერ წარმოგვიდგენია, რატომ იყო დაცვის მხარისთვის გამამტყუნებელი განაჩენი მოულოდნელი“, - განაცხადა გუგუტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო