ცესკოში გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვა მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ევროპული საქართველოს" მიერ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვა მიმდინარეობს. ისინი 30 ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვენ.

დღევანდელ სხდომას ესწრებიან: სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი, ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი.

როგორც სხდომის დაწყებამდე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, ოქმების განხილვის პარალელურად, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება.

"ჩვენი მოთხოვნა არის იგივე, რაც მიტინგებზე ისმის. მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური. შესაბამისად, შედეგები უნდა გაუქმდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს. დიდი მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა არ იყო განხილული. ცესკო აპირებს შეაჯამოს პირველი ტურის შედეგები, მაგრამ ჩვენ გავდივართ იურიდიული იერარქიის ყველა საფეხურს. ამავე დროს, არ ვწყვეტთ იმ პროტესტს, რომელიც მიმდინარეობს ქუჩაში და ხვალ იქნება მორიგი დიდი აქცია რუსთაველის გამზირზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ამ ყველაფერს სასამართლოში გავასაჩივრებთ", -განაცხადა თარხნიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა