ცესკოსთან აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც შემაჯამებელი ოქმების განხილვა მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქტივისტები ჯებირებს ხელებს ურტყამენ. მათ თან აქვთ სტიკერები წარწერით: "ხალხის ხმების ქურდები ციხეში", რომელსაც ჯებირზე აკრავენ.

მათი განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გააყალბა და ისინი საკუთარი ხმის დასაცავად იბრძვიან.

"ვითარება, რომელიც ახლა ხდება, გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილისა და მის მიერ მართული პარტიის "ქართული ოცნების" მიერ, რომელმაც არჩევნების მაგივრად, რეალურად ჩაატარა სპეცოპერაციები და საქართველოს მოქალაქეების ხმები მოიპარა. ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ეს უსამართლობა და ამ აქციით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელქვეით თამარ ჟვანიას, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე და არ ვაპირებთ ის დანაშაული შევარჩინოთ, რომელიც მათ ჩაიდინეს. პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ საბოლოო შედეგამდე არ გავალთ",-განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტმა, ქრისტინე თოდუამ.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო