რომან გოცირიძე - ხელისუფლებამ უკან დახევა დაიწყო - აქამდე ამბობდნენ: ყველაფერი დამთავრდა, დაგიჭერთ, ციხეში ჩაგსვამთ, პარტიას გავაუქმებთ, შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ დიალოგს წინ არაფერი უდგას

ხელისუფლებამ უკან დახევა დაიწყო - თუ აქამდე ამბობდნენ, რომ ყველაფერი დამთავრდა, დაგიჭერთ, ციხეში ჩაგსვამთ, პარტიას გავაუქმებთ, რამდენიმე დღის შემდეგ “ქართულ ოცნებაში“ გაკეთდა განცხადება, რომ დიალოგს წინ არაფერი უდგას, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა.

გოცირიძის აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლების ოპოზიციასთან დიალოგზე წამოსვლა იმას ნიშნავს, რომ განხილული იქნება ყველა ის მოთხოვნა და პრეტენზია, რაც ოპოზიციურ პარტიებს ერთსულოვნად გააჩნია.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ კომფორტულ ვითარებაში არ არის, რადგან ზეწოლა ხდება როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. ამ კონტექსტში გოცირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთი საკითხი, რაზეც “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკან დახევა და დათმობაზე წასვლა მოუწია, საშინაო და საგარეო ზეწოლის გარეშე არ გადაწყვეტილა.

გოცირიძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ანგარიშის არგაწევა ხელისუფლების კოლაფსს ნიშნავს.

“რომ არა საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიძლება დღესაც ციხეში ყოფილიყვნენ, დღეს არჩევნები შეიძლება იმ წესით ჩატარებულიყო, რა წესითაც უნდოდათ ჩაეტარებინათ. პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ხელისუფლების იძულებითი ნაბიჯი იყო, როცა ზეწოლას ვერ გაუძლო. ზუსტად ეს მოდელია ახლაც. მათ იციან, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარი ძალიან სერიოზულ საერთაშორისო ზეწოლას ნიშნავს. რატომ დათანხმდნენ? აბა, რა არის ჩვენი ბიუჯეტი?! გამოაკელით ის 5-მილიარდი, რომელიც ბიუჯეტშია ჩადებული. იქნება კატასტროფა - ლარი საერთოდ არ იარსებებს და ბიუჯეტიდან პენსიებსაც ვერ დაარიგებენ. საერთაშორისო პარტნიორები ქვეყნის მხარდაჭერას ნიშნავს - მათ შორის ფინანსურ მხარდაჭერასაც“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა