სტარტაპ „გრაინდი“ ევროპისა და აზიის მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს

10-12 დეკემბერს, თბილისი სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიურ კონფერენციას ვირტუალურად უმასპინძლებს. ღონისძიებას 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი ეყოლება და სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით გამართული ყველაზე მასშტაბური ონლაინ ღონისძიება იქნება მსოფლიოში.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამდღიანი ვირტუალური კონფერენცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მოიცავს 20-ზე მეტ თემატურ სესიას, სტარტაპ პროგრამას, მასტერკლასებსა და სემინარებს.

„ღონისძების სპიკერებს შორის არიან მილიარდ დოლარიანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლები და ინვესტორები უმსხვილესი ვენჩურული ფონდებიდან. კონფერენციის ფარგლებში, სტარტაპები 35-ზე მეტი ქვეყნიდან, ერთმანეთს სტარტაპ პროგრამის ფარგლებში შეეჯიბრებიან. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს, პირისპირ გაესაუბრონ ინვესტორებს და დაფინანსების მოსაპოვებლად საკუთარი პროექტები წარუდგინონ, გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.

ვინაიდან, COVID-19-ით გამოწვეული პანდემია საქართველოსა და მსოფლიოსთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა, განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და სრულიად შეცვალა ცხოვრების ყოველდღიური რიტმი, კონფერენციაზე პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებსა და ახალ გარემოსთან სტარტაპებისა თუ ბიზნესის ადაპტირებაზეც ისაუბრებენ. საერთაშორისო სპიკერები კი მონაწილეებს მსოფლიოსა და ცალკეული ქვეყნების მაგალითებს გაუზიარებენ.

ღონისძიება "საქართველოს ბანკთან", "აჭარაბეთთან" და USMAC-თან პარტნიორობით ხორციელდება.

სტარტაპ "გრაინდი" ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა სტარტაპებისთვის, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან, 2 მლნ-ზე მეტ ანტრეპრენერს აერთიანებს. Startup Grind Europe Asia Connect-ის პირველი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 2019 წელს გაიმართა, რომელსაც 1,700-ზე მეტი მონაწილე და 40-ზე მეტი სპიკერი ესწრებოდა. ღონისძიების ძირითადი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით ცოდნის გაზიარება, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება, სტარტაპ საზოგადოების ფორმირება და ეკოსისტემის განვითარებაა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტარტაპ გრაინდის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.startupgrind.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო