რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს სასაზღვრო სამსახურმა სომხეთში ხუთი დამატებითი პოსტი განათავსა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურმა სომხეთში ხუთი დამატებითი სასაზღვრო პოსტი განათავსა. ამის შესახებ „ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა მთიანი ყარაბაღის რაიონში ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამართა.

ცნობილი გახდა, რომ უწყებათაშორის ჰუმანიტარულ ცენტრს კურირებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაუწევს.

„საორგანიზაციო და სხვა სახის საკითხების მოგვარება, რომლებიც დაკავშირებულია უწყებათაშორისი ცენტრის შექმნასა და საქმიანობასთან, დაეკისროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს“ , - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი ცენტრის შექმნის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა