"ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ცესკოს  სხდომა დატოვეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა დატოვეს.

როგორც მათ აღნიშნეს, საჩივრების განსახილველად მხოლოდ 20 წუთი მისცეს, რომლის ფარგლებშიც მათ შეძლებისდაგვარად ისაუბრეს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთო კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ხელისუფლებამ ხალხის ხმები მიითვისა.

"პროცედურულად მართლები არ არიან. დარღვევა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა ვინმე ერთიანს ოთხად გადააკეთებს და მერე ცესკო ამ გადაკეთებულ, გაყალბებულ ოქმს ვებ-გვერდზე ატვირთავს. სწორედ ესაა დარღვევა. სამართლებრივი ბერკეტი არის ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება, ოლქების შედეგების სასამართლოში გასაჩივრება. ეს არის სამართლებრივად დარჩენილი გზები. რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ", - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. მათ შორის: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.

ცესკო ასევე განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა