ლევან ბეჟაშვილი - ცესკო დღეს არის სუს-ი, პოლიცია, "ქართული ოცნების" შტაბი, ჟვანია და მისი დამქაშები დავალებების შემსრულებლები არიან

ჩვენ ვხედავთ, რას დაამსგავსეს ცესკო. ორგანო, რომელიც საზოგადოების უმაღლესი ნდობით უნდა სარგებლობდეს, დღეს ციხედ არის გადაქცეული,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცესკო შემაჯამებელ ოქმებს მხოლოდ ფორმალურად იხილავს.

"თამარ ჟვანია აქ აღარ მართავს სიტუაციას. ცესკო დღეს არის სუს-ი, პოლიცია, "ქართული ოცნების" შტაბი და ჟვანია და მისი დამქაშები მხოლოდ და მხოლოდ ამ დავალებების შემსრულებლები არიან.

წარვადგინეთ 29 ოლქთან მიმართებით როგორც პროპორციულში, ასევე მაჟორიტარულში უბნების მიხედვით გაწერილი კონკრეტული დარღვევები, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული დარღვევები. ვხედავთ, რომ ცესკო ამას ფორმალურად იხილავს, განხილვის საშუალებაც კი არ მოგვცა. 15-20 წუთი გამოგვიყო იმისთვის, რომ საჩივართან დაკავშირებით გვესაუბრა. მათ წინასწარ აქვთ მომზადებული გადაწყვეტილება, რომ ასეულობით საჩივარი არ დააკმაყოფილონ",-განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. მათ შორის: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.

ცესკო ასევე განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა