Reuters - ჯო ბაიდენმა ჯორჯიის შტატში გაიმარჯვა, მას ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა აქვს

ჯო ბაიდენმა ჯორჯიის შტატში გაიმარჯვა და ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, სააგენტო Edison Research-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კაროლინაში ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის 232 ხმა აქვს.

დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება. მისმა საარჩევნო შტაბმა რამდენიმე შტატთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა