აშშ-ში კორონავირუსის 184 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და  1 431 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 184 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. შესაბამის მონაცემებს CNN ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში აშშ-ში ვირუსით კიდევ 1 431 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 244 332-ს მიაღწია. სულ აშშ-ში ამ დრომდე 10.7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

აშშ კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ში კორონავირუსის 184 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო