ზაალ უდუმაშვილი - აქციები გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი  მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება, ეს პროტესტი არ შეწყდება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საარჩევნო საკითხთან მიმართებით ხელისუფლებისა და ოპიზიციის მოლაპარაკებების პარალელურად საპროტესტო აქციები გაგრძელდება. როგორც ზაალ უდუმაშვილა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს,15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გზავნილი არის ის, რომ ოპოზიცია არ აპირებს შეეგუოს იმ რეალობას,"რომლის დახატვასაც გეგმავს ბიძინა ივანიშვილი".

„ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები, პროტესტი, რადგან ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ხელისუფლებას მივცეთ იმის ფუფუნება, რომ აქციები შეწყდეს იმ მოლაპარაკებების პარალელურად, რაც მიმდინარეობს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით. პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება საპროტესტო აქციებიც იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნები ვიდრე არ შესრულდება, ეს პროტესტი არ შეწყდება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა