სერგი კაპანაძე - დღეს იქნება მორიგი ხალხმრავალი აქცია მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად

დღეს იქნება მორიგი ხალხმრავალი აქცია მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსს" რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, „მოპარული არჩევნების“ გასაპროტესტებლად აქციები გაგრძელდება.

„დღეს, ჩვეულებრივი ფორმატით 15:00 საათზე შევიკრიბებით. იქნება გამოსვლები, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და ასე გაგრძელდება ეს პროტესტი“, - განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება აქციის პარალელურად, აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში საარჩევნო საკითხთან მიმართებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე შეხვედრას, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ვნახოთ, ეს როგორც დამთავრდება, რადგან ბურთი ხელისუფლების მხარეს არის".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს