გიორგი ვაშაძე - ყველა მხარე შეთანხმდა, რომ არჩევნების შედეგების გადათვლის საკითხი დაიხურა - შევჯერდით, რომ იქნება შემდეგი რაუნდი, სადაც ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არჩევნების შედეგების გადათვლის საკითხი დაიხურა.

როგორც ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გაიმართება მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი, სადაც ოპოზიციის მოლოდინით არჩევნების თარიღზე ისაუბრებენ.

„ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ფაქტობრივად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელი საკუთარი გადაწყვეტილებით დახურა ყოველგვარი საუბარი გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმზე, რაზეც იყო საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან და ეს საკითხი დაიხურა. შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდი, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ოპოზიციას ეს მოლოდინი გვაქვს, იმიტომ, რომ ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების გადათვლას აზრი არ აქვს“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ „ეს გამორიცხულია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა