რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ოპოზიციის ლიდერები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით სწორედ ამ დროისთვის მივლენ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა საპროტესტო აქციებს არჩევნების ჩატარების შემდეგ მიმართა. ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის ხელისუფლებამ გააყალბა.

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხებზე ოპოზიციურმა სპექტრმა, უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, მიმდინარე კვირას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყო. დიალოგის მეორე რაუნდი დღეს გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო