„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან.

მათ საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს.

რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, მათ საკუთარი მხარდამჭერები თბილისის 1-ელ საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შეკრიბეს.

პარლამენტთან საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მივლენ სხვა პარტიებიც წარმომადგენლებიც.

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა საპროტესტო აქციებს არჩევნების ჩატარების შემდეგ მიმართა. ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის ხელისუფლებამ გააყალბა.

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხებზე ოპოზიციურმა სპექტრმა, უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, მიმდინარე კვირას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყო. დიალოგის მეორე რაუნდი დღეს გაიმართა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა