გიგა ბოკერია - პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ივანიშვილი, რომელიც გვეუბნება, რომ ისე მოგვეპყრობა როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს, არ მიხვდება, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პარალელურად ოპოზიციის პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ “ივანიშვილი, რომელიც გვეუბნება, რომ ისე მოგვეპყრობა როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს, არ მიხვდება, რომ ასე გაგრძელება არის შეუძლებელი”. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თამაში, რომელსაც “ივანიშვილი ძალადობით თავს ახვევს ხალხს”, ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასია.

„ეს არის საზოგადოების აქტიური, კრიტიკული ნაწილის, მნიშვნელოვანი უმრავლესობის პოზიცია - მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება მოლაპარაკებებთან ერთად მანამ, სანამ ივანიშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და რომელიც გვეუბნება, რომ ისე მოგვეპყრობა როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს, არ მიხვდება რომ ასე გაგრძელება არის შეუძლებელი და უნდა იყოს ახალი არჩევნები, ნორმალური ან არსებითად ნორნალური არჩევნები. ჩვენს ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ აქვს. იმ თამაშის მიღება, რასაც ივანიშვილი თავს ახვევს ძალადობით ხალხს, არის კატასტროფის ტოლფასი ამ ქვეყნისთვის. ამის შედეგებს უკვე ვიმკით და რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება, ეს შედეგები მით უფრო მძიმე იქნება, რომელიც აისახება ყველა მოქალაქის ბედზე”,- განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა