პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო

"ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს"- ამ სლოგანით პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო. მანამდე კი, ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ოპოზიციის ლიდერები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა პირველი სკოლიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა საპროტესტო აქციებს არჩევნების ჩატარების შემდეგ მიმართა. ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის ხელისუფლებამ გააყალბა. ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხებზე ოპოზიციურმა სპექტრმა, უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, მიმდინარე კვირას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყო. დიალოგის მეორე რაუნდი დღეს გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა