თამარ კეკენაძე - თუ გვინდა დემოკრატია, დღეს ყველანი უნდა ვიყოთ გარეთ

თუ გვინდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში, დღეს ყველანი უნდა ვიყოთ გარეთ, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, თამარ კეკენაძემ ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ამომრჩევლის მიმართ კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინ, როდესაც ცესკო-მ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რა განწყობაა ხალხში. არ უნდათ, იმის დანახვა და აღიარება, რომ ჩვენი მოქალაქეები აღარ აპირებენ აიტანონ და შეეგუონ გაყალბებულ არჩევნებს. ჩვენი, ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაა, ყველასთან საუბრით, იქნება ეს აქციების მეშვეობით თუ პირადი კომუნიკაციით, გავიაზროთ რომ, თუ გვინდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში, დღეს ყველანი უნდა ვიყოთ გარეთ. ამაზე მნიშვნელოვან საქმეს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებთ ვერც ჩვენი თავებისთვის და ვერც ქვეყნისთვის. „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ამომრჩევლის მიმართ კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინ, როდესაც ცესკო-მ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა, ისე შეაჯამა პირველი ტური. რა თქმა უნდა, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ცესკო სხვანაირად მოიქცეოდა, თუმცა ოპოზიცია პირველივე დღიდანვე ყველა მშვიდობიან და სამართლებრივ გზას იყენებს იმისათვის, რომ არსებული რეალობა მკაფიოდ აღქმადი იყოს როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისთვის”, - განაცხადა კეკენაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა