რომან გოცირიძის განცხადებით, ხელახალი არჩევნების ჩატარების ორი გზა არსებობს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელახალი არჩევნების ჩატარების ორი გზა არსებობს - განმეორებითი არჩევნების ორ თვეში ჩატარება, ან პარლამენტის ვადამდე ადრე დათხოვნა და პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით არჩევნების თარიღის დანიშვნა.

ამის შესახებ გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების აქციაზე განუცხადა.

„როგორც იცით, მოლაპარაკების თემა ხელისუფლებასთან არის ახალი არჩევნების ჩატარება. როდესაც ვამბობთ ახალი არჩევნები, რიგგარეშე არჩევნები, ვადამდელი არჩევნები - ეს ყველაფერი არის ამ ცნების თავისუფალი ინტერპრეტაცია. ეს არის ჟარგონი. ჩვენი კანონმდებლობა ცნობს ორ რამეს. ერთი ეს არის ხელახალი არჩევნები, რომელიც ნიშნავს ამ არჩევნების არშემდგარად, ბათილად გამოცხადებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას 2 თვის ვადაში. მეორე გზა ეს არის, როდესაც ხდება პარლამენტის ვადამდე დათხოვა და ამ შემთხვევაში ტარდება რიგგარეშე არჩევნები და რიგგარეშე არჩევნების თარიღს უკვე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანების ამოქმედებისგანავე”,- განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან პარტიების ლიდერებიც, რომლებიც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა